top of page

სიახლეები

შეხვედრა ქალ აქტივისტებთან ფრეზეთში

  • Writer: Admin
    Admin
  • Oct 30, 2022
  • 1 min read

2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა შეხვედრა ქალ აქტივისტებთან ფრეზეთის დევნილთა ჩასახლებასთან. შეხვედრა ჩატარდა მრგვალი მაგიდის ერთი ფანჯრის პრინციპის ფორმატში. მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ფრეზეთის ყველაზე მწვავე პრობლემები გააცნეს. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების მანძილზე არაერთხელ შეკეთდა წყლის მომარაგების სისტემა, მოსახლეობის უმრავლესობას წყალი მაინც არა აქვს. ყველაზე დიდ პრობლემად შიდა გზების არ არსებობა დასახელდა. ქალების თქმით, წვიმების დროს გადაადგილება შეუძლებელია. მესამე პრობლემად დასახელდა, რომ მიუხედავად მაღალმთიანი რეგიონის სტატუსისა, მოსახლეობას გაზზე შეღავათი არა აქვს. ქალებმა გამოთქვეს მზაობა ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში მუნიციპალიტეტთან, რათა აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს.



Comentarios


bottom of page