top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებთან ასოციაცია " თანხმობას" ოფისში

თეონა აქუბარდია:

"დღეს გორში გავაგრძელეთ შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებთან ასოციაცია " თანხმობის" ოფისში. ეს ქალბატონები არიან თავიანთ სოფლებში ლიდერები და ურთულეს პირობებში უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, განვითარებისთვის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. პრობლემებს შორის პირველი რათქმაუნდა უსაფრთხოებაა, რაც რუსულ ოკუპაციას მოყვება. სათვალთვალო კამერებს გამყოფ ხაზთან აქაც საჭიროდ მიიჩნევენ, ისევე როგორც ხშირ პატრულირებას. ხელმისაწვდომი ტრანსპორტის პრობლემა, გზების განათება, წყალი, გამართული ამბულატორიები და სკრინიგ პროგრამებში მათი წაყვანის საჭიროება სოფლებიდან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემა, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებისთვის საგრანტო პროგრამები მათი ჩართულობით, არაფორმალური და პროფესიული განათლება, სკოლამდელი აღზრდის არქონა, უმუშევრობა და მიგრაცია, დემოგრაფიული მძიმე მდგომარეობა, საკუთრების რეგისტრაციის საჭიროება, სოფლის მეურნეობის კუთხით ნერგების საჭიროება, ზამთარში 200 ლარიანი ვაუჩერი გათბობის, რომელიც არ ყოფნით. ეს არის საკითხები, რომელიც მოვინიშნეთ."




Comments


bottom of page