16 აპრილს ზუგდიდში იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მრავალბინიანი კორპუსების ამხანაგობების განვითარების საკითხზე. შეხვედრას ასოციაცია "თანხმობა"-ს ადამიანის უფლებების პროგრამების მენეჯერი ნანა გოგოხია და სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი მარინა დავითაია უძღვებოდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს, ასევე ინგირის, რუხის, ზედაეწერის, ანაკლიის, განმუხურის, ფაიფურის დევნილთა კორპუსების ამხანაგობების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაკეთდა იმ სახელმწიფო პროგრამების პრეზენტაცია, რომლითაც ამხანაგობებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხების გადასაჭრელად და მოსაწესრიგებლად. ასევე გაიმართა დისკუსია იმ საჭიროებების დროულად მოსაგვარებლად, რაც დევნილთა დასახლებებშია ამ ეტაპისთვის. კერძოდ, კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, დასახლებებში შიდა გზების მოხრეშვა, სადარბაზოების კოსმეტიკური რემონტის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წითელ ხაზს შიგნით მდებარე მიწის ნაკვეთებისა და სხვა საერთო ქონების ამხანაგობებისთვის დროული გადაცემა.
შეხვედრის მონაწილები სამომავლო თანამშრომლობით აქტივობებზე შეთანხმდნენ.
Comments