top of page

სიახლეები

Search

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრ ქ-ნ ბაია კვიციანთან

2022 წლის 4 აგვისტოს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრსб პარლამენტარს, ქ-ნ ბაია კვიციანს და საბჭოს სხვა თანამშრომლებს, რომლებიც აკეთებენ მოკვლევას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობებზე სხვადასხვა რეგიონებში. შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ევლინებიან ხელისშემშლელ ფაქტორებად და ნეგატიურ გავლენას ახდენენ დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა ეკონომიკურ განვითარებაზე, ხელს უშლიან მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. საუბარი იყო ცალკეული პრობლემების ადვოკატირების შესაძლებლობებზე, მათ შორის ტრანსპორტის, სასმელი და სარწყავი წყლის ხელმისავდომობაზე.





コメント


bottom of page