იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ 1998 წლიდან მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტთან, მათ შორის ზუგდიდთან.
ასოციაციამ განახორციელა არაერთი პროექტი და ახლაც განაგრძობს მუშაობას საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე ეროვნული, „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“, სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში, საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების, ადამიანური უსაფრთხოების გაზრდასა და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობაზე.
2023 წლის 11 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში „თანხმობა“ -მ გახსნა ქალთა ოთახი.
ადგილობრივი ქალების მონდომების და თხოვნის შედეგად ასოციაციამ შეძლო ოთახის გახსნა. ამ ინიციატივის განხორციელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
ქალთა ოთახის ძირითადი ფუნქცია იქნება დევნილ და ადგილობრივ ქალთა და გოგონათა მობილიზება, სერვისებთან და არაფორმალურ განათლებასთან მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრონმლობის გაძლიერება თემის განვითარებისა და გაძლიერებისათვის.
ოთახის გარემონტება და აღჭურვა მოხდა გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
Comentarios