top of page

სიახლეები

ქალთა მცირე ინიციატივების დაფინანსება

  • Writer: Admin
    Admin
  • Mar 30, 2021
  • 1 min read





იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ პროექტის „დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მედეგობის გაზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი“ ფარგლებში აგრძელებს ქალთა მცირე ინიციატივების დაფინანსებას.

ამ ინიციატივის ფარგლებში შავშვების დევნილთა საბავშვო ბაღს ჭურჭლის სარეცხი მანქანა გადაეცა. პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა და, ვიმედოვნებთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ბაღის თანამშრომლებს ამ ნორმების დაცვაში დაეხმარება. მანქანა ბაღის დირექტორს, ქ-ნ ნათელა ქელეხსაევას გადაეცა.

პროექტი „დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მედეგობის გაზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი“დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოსთვის მიერ. პროექტი საქართველოს 5 რეგიონში მუშაობს და ეხმარება კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილთა თემებს მედეგობის მექანიზმების შემუშავებაში ქალთა ჩართულობის და ლიდერობის მეშვეობით. პროექტს ახორციელებს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ „მეწარმე ქალთა“ ფონდის, „დავიწყოთ ახლა“ და ფონდი „აფხაზეთის“ პარტნიორობით.




Commentaires


bottom of page