top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი უკრაინელებისთვის

2023 წლის 31 მაისს პროექტის „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “ლიდერობა იძულებით გადაადგილებულ პირებში“. ტრენინგი 14 უკრაინელ ქალბატონს, რომლებმაც ასევე პროექტის ფარგლებში გაიარეს სერტიფიცირებული კურსები (მასაჟი და მანიკური -პედიკიური, ჩაუტარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ ქალთა ასოციაციის ტრენერი რიტა მარღანია და ფსიქოლოგი ნატალია ვერიოვკა.


პროექტი „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ "საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი"-ს პარტნიორობით „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.

#streaming #ICMPD in Georgia #SDC




Bình luận


bottom of page