ნიქოზის თემში არსებულ იგპ ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ დაარსებულ საინეგრაციო ცენტრში 9.08.24 საკვირაო სკოლის ბავშებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე: “„ბუნება და მე“(ეკოლოგია). ტრენინგის დროს მოცემულ თემაზე ჩატარდა დისკუსია და ინტერაქტიური თამაშები. შეხვედრების დროს ახალგაზრდებმა ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძინეს. გაკეთდა სავარჯიშოეები: 1. „ვინ ვარ მე“ – ( რა ადგილს ვიკავებ გარემოში) 2. „ბუნება და ჩვენ„( ჩვენი ურთიერთობა ბუნებასთან, გარემოს მნიშვნელობა ადამიანებისთვის და ა.შ.).(საინფორმაციო ნაწილი თემაზე, დისკუსია ) 3. „მანქანა“ - აქტიური თამაში ნდობაზე, დისკუსია -მანქანები და ეკოლოგია . 4. „მზე, ჰაერი და წყალი - ჩვენი ერთგული მეგობრები არიან, თუ…“ - საინფორმაციო ნაწილი, დისკუსია. 5. „საერთო ნახატი“ - ჯგუფური მეცადინეობა, ემოციების გამოხატვა. 6. „რა? სად? როდის?“ -ცოდნის დონის გაზრდა-განვითარება. ასევე,ტრენინგზე მოწვეული იყო ამ თემიდან სამი აქტიური ახალგაზრდა, რომლებიც ჩვენი ორგანიზაციის მოწვევით იმყოფებოდნენ ბაკურიანში სამდღიან საზაფხულო ბანაკში. მათ გაუზიარეს შთაბეჭდილებები ბანაკზე, იქ ჩატარებული ტრენინგების შესახებ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდ ანახალი ხალხის გაცნობის თაობაზე. აღნიშნეს, რომ შთაბეჭდილებები ენით აუწერელი იყო - ემოციებით სავსე დღეები და მოუწოდეს ჩვენს ტრენინგის მონოწილეებს იყვნენ აქტიურნი და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში მათი განვითარების გასაუმჯობესებლად. ისინი ასევე დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში ჩაატარებენ ტრენინგს (თემა ჯერ კიდევ ღიაა). ტრენინგის დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი.
top of page
bottom of page
Комментарии