2022 წლის 16-17 ნოემბერს ხობის სოფ. ხამისკურსა და საგვიჩიოში პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირება. ტრენინგს ქ-ნი მარინე დავითაია ატარებდა. ტრენინგს დაესწრო ს. ხამისკურში 16, ხოლო საგვიჩიოში - 14 მონაწილე. ტრენინგზე განიხილეს:
ბუნებრივი მოვლენების კატასტროფის ისტორია და გავრცელება საქართველოში
საქართველოსი არსებული საგანგებო სიტუაციის მართვის სისტემა
ბუნების მოვლენები კატასტროფის დროს მისი ანალიზი -მიზეზები და დამდგარი ეფექტი
ევაკუაცია და უსაფრთხო სივრცის განსაზღვრა
მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ტყის ხანძრები , ჭექაქუხილი და გვალვა
Comments