არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით,, 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს: „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
2024 წლის 19 ივლისს ამ პროექტის ფარგლებში ასოციაცია „თანხმობამ“ გამართა ტრენინგი თემაზე: „შესავალი ხელოვნულ ინტელექტში და ინტერნეტ სივრცის უსაფრთხო გამოყენება“. ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ომარ აბშილავა. ტრენინგს ესწრებოდნენ ქალები გარდაბნის, მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებიდან.
ტრენინგის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ნაწილი მოიცავდა ქალებისთვის თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენერმა ბევრი ისაუბრა იმაზე, თუ რა არის AI, როგორ მუშაობს ის და როგორ შეიძლება მისი გამოყენება. ასევე მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ამოცანების შესრულება შეუძლია, ან არ შეუძლია AI და რატომ. მოცემულმა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეებს შორის, შესაბამისად, მათი აქტიურობაც გამორჩეული იყო. ტრენინგზე ასევე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან ბრძოლის ხერხები, პროპაგანდა და მისი განმარტება, სოციალური მედიის როლი ა.შ.
პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პრიორიტეტებია ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.
Comments