არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს: „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მორიგი ტრენინგი თემაზე: „შესავალი ხელოვნულ ინტელექტში და ინტერნეტ სივრცის უსაფრთხო გამოყენება“ ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა 24 ივლისს ზუგდიდში ზუგდიდისა და ონის მუნიციპალიტეტებისთვის. ტრენინგის ყველა თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრეებს შორის, შესაბამისად, მათი აქტიურობაც გამორჩეული იყო.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი ომარ აბშილავა. მომდევნო ტრენინგი ჩატარდება ასევე გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებისთვის.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის: „ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში. მისი პრიორიტეტებია ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.
Comments