top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი გუდაურში

2021 წლის 20 და 21 ნოემბერს „ადგილობრივი თემები ქმნიან და ინარჩუნებენ მშვიდობას“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ჩატარდა ახალგაზრდებთან დასკვნითი ტრენინგების სესია „ახალგაზრდა ლიდერი ქალების“ პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ინფორმირებულობის გაზრდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები 1325, 2250 (და თანმდევი) და მათი ლოკალიზაცია, ახალგაზრდების ჩართულობის გაზდა მშვიდობის მშენებლობაში და საქართველოში ახალგაზრდული ქსელის შექმნა, რომელიც გაუძღვება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში არსებული საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. ტრენინგს უძღვებოდნენ ასოციაციის თავჯდომარე იულია ხარაშვილი და ასოციაციის სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა. განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიც არის: მშვიდობა და უსაფრთხოება, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მშვიდობის მშენებლობა საქართველოში, რეზოლუცია 1325 და მისი ლოკალიზაცია, კიბერ უსაფრთხოება და სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ქსელის შექმნის საკითხს და მისი ამოცანებისა და ხედვის განსაზღვრას. ორდღიანი ტრენინგი სამომავლო გეგმებზე საუბრითა და მონაწილეებისგან ჩართულობის მზაობის განხილვით დასრულდა.





Comments


bottom of page