top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი გორში

31 ოქტომბერს ქალთა ასოციაცია "თანხმობა" -ს ორგანიზებით გორში ტრენინგი ჩატარდა, რომელიც სოციალური დიალოგის მონაწილეთა მომზადებას და წარმატებული დიალოგის წარმართვისთვის უნარების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ტრენინგს ესწრებოდნენ გორის და მცხეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები, დევნილი( კონფლიქტის შედეგად დაზარალებული) ქალები და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველები. მონაწილეები კიდევ ერთ ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც სოციალური დიალოგის ფორმატში გააგრძელებენ სამუშაო პროცესს, რათა ხელი შეუწყონ მუნიციპალურ დონეზე დევნილი/ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების, შშმ პირების ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის და მობილობის პროცესის გაუმჯობესებას.

ტრენინგები ტარდება „თანხმობა“-ს მიერ პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით (MOH).


პოსტის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა არ გამოხატავდეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) შეხედულებებს.





Comments


bottom of page