"ქალთა ეროვნულმა ლიგამ" ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ლოკალიზაციის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობასთან" თანამშრომლობით ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი გორში. პროექტი აშშ-ის არმიის სამოქალაქოთა დახმარების სამხედრო ჯგუფის მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრენინგს თემაზე "ოჯახების მომზადება საომარი და საგანგებო სიტუაციებისთვის" ესწრებოდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალბატონები.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. პირველი დღე დაეთმო სამოქალაქო მზადყოფნისა და უსაფრთხოების მნიშვნელობისა და პრინციპების განხილვას, ხოლო მეორე - პირველადი სამედიცინო დახმარების ბაზისებს.
ტრენერების ტრანსპორტირება, კვება და სხვა ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო ქალთა ასოციაცია "თანხმობამ"
Σχόλια