3 ოქტომბერს გორში შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებთან მორიგი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის თემა გახლდათ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები და მათი გავლენა ქალებზე. ტრენინგს მოწვეული ექსპერტი გენდერულ საკითხებში ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა.
ამით ასოციაცია „თანხმობა“-მ ტრენინგების ციკლი დაასრულა, თუმცა ქალებთან მუშაობა 2024 წლის მარტამდე სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია The Trust Fund for Victims .
პროექტს შიდა ქართლში GCRT, ასოციაცია „თანხმობა“-სთან და ინდიგოსთან პარტნიორობით ახორციელებს.
Comments