top of page

სიახლეები

Search

ტრენინგი

2023 წლის 8 მაისს პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღეის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ მოწვევით ავსტრიელმა ტრენერმა ჯულია შერინგერმა ტრენინგი ჩაატარა. პროექტი დაფინანსებულია UN Women და UK Government მიერ. პროექტის მიზანს კოალიციურ პროექტში- “ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის” ჩართული ორგანიზაციების კომპეტენციების გაღრმავება წარმოადგენს.


ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე სამი ორგანიზაციიდან - ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ფონდი „სოხუმი“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.


ტრენინგზე იმსჯელეს თანამშრომლობის პოტენციალისა და სინერგიების იდენტიფიცირების მეთოდოლოგიებზე

ნდობის მშენებლობაზე

გენდერსა და კონფლიქტის ანალიზზე.


ასევე ტრენინგის დროს გამოყენებული იყო მეთოდოლოგია „Open Space”.





Comments


bottom of page