2023 წლის 8 და 9 აპრილს ბათუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე : ლიდერობა, სამოქალაქო აქტიურობა, ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობა, ბულინგი, ადვოკატირება. ტრენინგს ესწრებოდა 20 მონაწილე იანეთის თემიდან და სამტრედიიდან. ტრენინგმა ხელი შეუწყო იანეთელი ახალგაზრდების მეტ ინტეგრაციას. ახალგაზრდებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დამეგობრდნენ. მათ დახვეწეს თავიანთი ლიდერობის თვისებები და შეიძინეს ახალი საჭირო უნარ-ჩვევები. პირველად გაიგეს ადვოკატირების შესახებ და ისწავლეს მისი პრინციპები.
ტრენინგი პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი დაფინანსებული გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ მიერ.
Comments