პროექტ "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" ფარგლებში სასწავლო ვიზიტები გაიმართა თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში, თბილისში ექსპერიმენტორიუმში, კასპის პროფესიულ კოლეჯში, ტექნოპარკსა და სათემო სივრცე "კომლში", ასევე გორის ხელოვნების სახლში. სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები მერეთიდან და კაზრეთიდან. ისინი გაეცნენ სხვადასხვა შესაძლებლობებს მათ გარშემო და გაიცნეს ახალგაზრდები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს თავიანთი დასახლების განვითარებასა და გაძლიერებაში.
პროექტი "ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის" მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა", ქეა ავსტრიასთან მჭირდო თანამშრომლობით.
Comments