2023 წლის 2 და 3 ივნისს ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ სამეგრელოში, სასტუმრო Pratap's Signature ორგანიზებული იყო სამუშაო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციასა და მუნიციპალიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე სამომავლო გეგმების დასახვას.
მნიშვნელოვანი იყო არსებული გამოწვევების განსაზღვრა, რათა დაგეგმილი სამუშაო რეალურ საჭიროებებზე იქნეს მორგებული. ხობის მუნიციპალიტეტი ჩართულია „თანხმობას“ პროექტში და ამ მუნიციპალიტეტის გაძლიერება ასოციაციისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად განისაზღვრა ის თემები, რაც პრიორიტეტულია მუნიციპალიტეტისათვის და რაშიც შესაძლოა შედგეს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, მერის მოადგილე, ასევე სხვადასხვა სამსახურის უფროსები და საჯარო მოხელეები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეზოლუცია 1325 რეზოლუციის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის შექმნის პერსპექტივებს.
სამუშაო შეხვედრა ჩატარდა Brot - პური მსოფლიოსათვის მხარდაჭერილი პროექტის: „ძლიერი ქალები და ახალგაზრდები -მშვიდობისათვის“ ფარგლებში.
Comments