სამუშაო შეხვედრა განმუხურში
- Admin
- Oct 13, 2024
- 1 min read
Updated: Oct 18, 2024
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის იანვრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით ახორციელებს პროექტს: „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.
მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს განმუხურში, სასტუმრო “პროტაპს სიგნაჩაში”. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქალთა ასოციაცია “თანხმობა” -ს ბენეფიციარი ქალები სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან. სულ 40 ქალი - გორის, კასპის, ქარელის, გარდაბნის დევნილთა თემის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან.
ქალთა მორიგი ქსელური შეხვედრა მიეძღვნა ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგსა და პრობლემების ადვოკატირებისთვის თემებში იდენტიფიცირებული გამოწვევების პრიორიტეტიზაციას, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო სამოქმედო გეგმის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ ლოკალიზაციას.
შეხვედრაზე საუბარი ძირითადად მიმდინარეობდა სიტუაციაზე რეგიონებში, განხილული იყო ადამიანის უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშები - რა გვაკლია, რა გამოგვრჩა, რას მივაქციოთ მეტი ყურადღება; სახელმწიფო სამოქმედო გეგმის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ ადგილობრივი მონიტორინგი შეხვედრას უძღვებოდნენ იულია ხარაშვილი და მარინა ფოჩხუა
ტრენინგი ჩატარდა პროექტის: „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ფარგლებში. მისი პრიორიტეტებია: ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა, ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით.
Comments