იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ 2021 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ხობის მუნიციპალიტეტთან. 2023 წლის 10 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი დევიზით: "ქალთა და გოგონათა საჭიროებები არაკონფლიქტისპირა მუნიციპალიტეტში ხობის მაგალითზე";.
საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლების დღის წესრიგში დადგა ადგილობრივ ქალთა და გოგონათა წინაშე არსებული გამოწვევები,ყველას მიეცა შესაძლებლობა ერთობლივად ემსჯელა არსებული სირთულეების გადაჭრის გზებზე. შემდეგ გამოიმუშავეს რეკომენდაციები. საუბარი ეხებოდა გენდერული ნიშნით ძალადობას, მისი პრევენციის შესაძლებლობებს ხობში, ქალთა უსაფრთხოებას, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას.
დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები ფორუმი ჩატარდა გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსათვის“ მხარდაჭერილი პროექტის: „ძლიერი ქალები და ახალგაზრდები -მშვიდობისათვის“ ფარგლებში.
Comments