12 ივნისს ასოციაცია "თანხმობა" სტუმრობდა ფოთში დევნილთა დასახლებებს. შეხვედრის მიზანი იყო დევნილებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმ პროგრამებთან და სერვისებთან დაკავშირებით, რომლებიც მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე დევნილთათვის შემუშავდა. საინფორმაციო შეხვედრების დროს , დევნილებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კვლევის შედეგების შესახებ , რომელიც ასოციაცია " თანხმობა"-მ 2023 წლის მარტი- აპრილი- მაისის თვეებში განახორციელა.
საინფორმაციო შეხვედრები პროექტის " დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე" ხორციელდება, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემადგენელი ნაწილია და მას ახორციელებს " Expertise France" და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.
תגובות