საინფორმაციო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან
- Admin
- Feb 23, 2024
- 1 min read
2024 წლის 23 თებერვალს ქ. გორის მერიაში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია მიმდინარე პროექტის „COVID-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში „ შესახებ, პროექტის სამიზნე ჯგუფის და პროექტის ფარგლებში არსებული იმ აქტივობების (სამედიცინო მობილური გუნდის მომსახურება, სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან შეხვედრა და ბენეფიციარების ინტერესების, უნარების და საჭიროებების გათვალისწინებით სხვადასხვა კლუბების ჩამოყალიბება) და ასევე იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
პროექტს „COVID-19-ზე მდგრადი რეაგირება სომხეთსა და საქართველოში„, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა მხარდაჭერილი, ახორციელებს ი.გ.პ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით

Comments