“ქალები დაახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ადგილობრივი დღის წესრიგის განხორციელებისთვის” - ამ მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში ჩვენი რეგიონალური შეხვედრები გრძელდება, რომლებიც ეყრდნობა „ ერთი ფანჯრის პრინციპის“ მეთოდს დახელსუწყობსპრობლემური საკითხების გადაწყვეტაზე მოსახლეობისა და ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლების ერთიან მუშაობას.
„ერთი ფანჯრის პრინციპი“ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა კომპლექსურია და გადაწყვეტისთვის საჭიროებს მუშაობას, რომელიც მოითხოვს პრობლემაზე ამომწურავი ინფორმაციის მომზადებას და ზუსტ გათვითცნობიერებას, რომელ უწყებებს შეუძლიათ გადაწყვიტონ პრობლემა.
ორი მორიგისამუშაოშეხვედრა: ერთი - კასპის, და მეორე - დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და პროექტში ჩართული ქალების მონაწილეობით შედგა. ლიდერმა ქალებმა ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა უწყებების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ის მწვავე პრობლემები, რომლებიც შეაგროვეს საკუთარ თემებში. პრობლემების აღწერას თან ერთვოდა მოსახლეობის ხელმოწერები, ინტერვიუები, ვიდეო მასალები. თუ გამყოფი ხაზის სოფლებში ძირითად პრობლემებს სარწყავი და სასმელი წყლის არასაკმარისი დებეტი ან საერთოდ არქონა, გზების სავალალო მდგომარეობა, სანიაღვრე არხების არქონა/გაუმართაობა, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების არარსებობაა, დევნილთა ჩასახლებებში აქტუალური იყო საკანალიზაციო და წყლის სისტემების გამართვა, ასევე შიდა გზების მოწესრიგება დასახელდა. ყველასთვის აუცილებელია მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება, რაც წვლილს შეიტანს ქალებისა და ახალგაზრდების უსაფრთხოების გაზრდაში.
ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა -სხვადასხვა უწყებებს შორის სუსტი კომუნიკაცია და მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე, რის გამოც მოსახლეობის ჩართულობა არსებულ სახელმწიფო პროგრამებში რჩება ძალიან დაბალ დონეზე.
შეხვედრებზე დაისახა აღწერილი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული გზები და დაისახა პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ლიდერი ქალებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრობლობის პრინციპები.
コメント