top of page

სიახლეები

Search

პროექტის პრეზენტაცია

2023 წლის 2 მარტს სასტუმრო Holiday INN -ში გამაირთა პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით. პროექტი 2023 წლის იანვარში დაიწყო და 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.


პროექტს აქვს რამდენიმე ძირითადი ამოცანა: 1. მუნიციპალურ სერვისებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის შეფასება. 2. დევნილთა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა 3. ონლაინ საინფორმაციო პლატფორმის შექმნა მუნიციპალური პროგრამების შესახებ, სადაც ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პროგრამები, რაც გაამარტივებს დევნილთა ინფორმირებულობას მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ და გააუმჯობესებს მათზე ხელმისაწვდომობას.


პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“, ქვეგრანტის ფარგლებში, რომლის განმახორციელებელი პარტნიორები არიან „Expertise France“ (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე




Comments


bottom of page