17 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ სამეგრელოს რეგიონში,ქ. ზუგდიდში, მუსიკალური სკოლის შენობაში, საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიების ორგანიზება მოხდა ზუგდიდის მერიის დიდი მხარდაჭერითა და მონაწილეობით.
ღონისძიებას დაესწრო 113 ადამიანი: არასამთავრობო ორგანიზაციები, მიკრომეწარმეები, სოფლად მცხოვრები გამყოფი ზოლისა და დევნილი ქალები, სხვადასხვა პროფესიისა, ან სულაც უმუშევრები. ზუგდიდის მერიისა და ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს ერთობლივი სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა 18 ქალი შემდეგი 9 სოფლიდან: რუხი-ფატიმა პაპავა; ზამირა კიტია; ახალაბასთუმანი-ხათუნა ქემერტელიძე; დარეჯან ადონია; ინგირი-ემალ ურიდია; ციალა ხუფენია; განმუხური-მარიამ ნაყოფია; დალი შაყლანძე; ტყაია-უბილავა ლირა; ჯულიეტა ხვიჩავა; კოკი-ია როგავა; სოფო ჩიქავა; რიყე-დიანა პაპავა; ქრისტინა ფიფია; ხურჩა-ნინო კიკვაძე; ანაკლია-ალბინა ქვარაია; შუშანიკი წურწუმია; ქეთი დარსანია
15 ოქტომბერს საქართველოში, ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს: ეწევიან პროდუქტიულ სასოფლო სამეურნეო, რეპროდუქტიულ, საოჯახო ზრუნვასთან დაკავშირებულ, სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად მათი შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.
უფრო მეტიც, სოფლად მცხოვრები ქალები საკუთარი საქმიანობებით თემებისა და რეგიონების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ, თუმცა მათი წვლილი ხშირად სათანადო აღიარების გარეშე რჩება. ამავდროულად, საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გენდერული ნიშნით საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა.
Komentáře