top of page

სიახლეები

ორუმი თემაზე: " ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა თემის განვითარებაში"

  • Writer: Admin
    Admin
  • Jan 27, 2023
  • 1 min read

2023 წლის 27 იანვარს ,ზუგდიდში ,ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს ორგანიზებით გაიმართა ფორუმი თემაზე: " ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა თემის განვითარებაში", რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალების და ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში.


შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ასოციაცია „თანხმობა“-ს ლიდერი ქალები.


შეხვედრაზე მერიის მიერ გაკეთდა სოფლის მხარდაჭერის 2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია,ასევე წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის გენდერული სტატისტიკა.


შეხვედრაზე ასევე გაიმართა მსჯელობა იმ ბარიერებზე, რომლებიც ქალებს ხელს უშლის მონაწილეობა მიიღონ დასახლების კრებებში და წარმოადგინონ საკუთარი საპროექტო იდეები, ასევე თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ქალების და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას აღნიშნულ პროგრამაში.

ასოციაცია ყოველწლიურად აკვირდება სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოფლის მზარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობას, მასში ქალების ჩართულობას და ასევე ყოველწლიურად ცდილობს ხელი შეუწყოს პროგრამის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას.




Comments


bottom of page