2023 წლის 23-24 დეკემბერს ქ. ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ ორდღიანი ღონისძიება ჩატარდა. სამუშაო შეხვედრის მიზანია - პროექტში ჩართული ქალებისა და ახალგაზრდების იდეების გაერთიანება ქსელური მუშაობის შესახებ და ქსელის ფორმირება. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის - „ქალები და ახალგაზრდების ქალები მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ადვოკატირების საქმიანობა, დაიგეგმა დაუსრულებელი ქეისების ადვოკატირების გეგმა; ასევე მონაწილეებმა განიხილეს ქსელური მუშაობის შესაძლო სტრუქტურული ფორმები.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში”, რომელსაც მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ფარგლებში ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში ქალთა ორგანიზაციების, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ეწყობხელშა.ამ პროექტის ლოკალიზაციის კომპონენტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“, ქალთა ფონდი „სოხუმისა” და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ.
პროექტი განხორციელდა იძულებით გადაადგილებულ პირებთან და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ქალებსა და გოგონებთან საქართველოს 17 მუნიციპალიტეტში: მცხეთის, დუშეთის, ქარელის, გორის, კასპის, ხაშურის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წყალტუბოს, ქუთაისის, ხონის, საჩხერის, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში.
მნიშვნელოვანია ქალთა სტაბილური სიცოცხლისუნარიანი ქსელის შექმნა. ამასთან დაკავშირებით შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ამ საკითხთან დაკავშირებით დაისახეს ამოცანები მუშაობის წარმატებით წარმართვისათვის.
Comments