top of page

სიახლეები

Search

პროექტი: "მხარდაჭერის სახლი" - შეირჩნენ ფილიალის მენეჯერები დმანისსა და გორში


ია ზუბაშვილი, გორი.


საქართველოში უკვე არაერთი წელია სოციალურ დარგს ემსახურება მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაცია სხვადასხვა სახის აქტივობით, თუმცა აღსანიშნავია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ფუნქციონირებისას ორგანიზაციის უმრავლესობა განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ვინაიდან პროფესიული კვალიფიკაცია მოითხოვს შესაბამის ანაზრაურებას. აქედან გამოდინარე ორგანიზაციის უმრავლესობა საკუთარ არჩევანს აჩერებს დაბალ ანაზღაურებად სპეციალისტებზე და ამის შედეგად ისახება პროგრამების ინერტულობა და ერთფეროვნება, რაც შემდგომში პროგრამების და პროგრამული სერვისით მოსარგებლე ბენეფიციართა ბუნდოვან მომავალზე მიუთითებს. პროგრამის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის და სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია - განისაზღვროს მრავალფუნქციონალური სერვისების არსებობა დადგენილი მინიმალური ფინანსური კვოტების განსაზღვრით, რომლებიც მისაღებია როგორც სერვისით მოსარგებლეთათვის, ასევე სერვისის მიმწოდებლებისათვის. ამავე პრინციპით უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების სპეციალისტთათვის მათი დაინტერესების და პროგრამაში ჩართულობის მიზნით (მაგ: მოქნილი გრაფიკი და ხელშემწყობი ფაქტორები განსაზღვრავენ კვალიფიციური სპეციალისტების მიერ სერვისის მიწოდების მაღალ სტანდარტებს და ა.შ.).

საქართველოში ნაკლებად განვითარებულია ბიზნეს-იდეები, რომლებიც ეყრდნობა სოციალურ კონტექსტს, ვინაიდან აღნიშნული სფერო ითვლება არამომგებიან სფეროთ და მათ ენიჭებათ ჰუმანიტარული კვალიფიკაცია, რაც სტერეოტიპული აზროვნების შედეგია. აქედან გამომდინარე პროგრამის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის და სიცოცხლისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია - გამოიძებნოს გზები და გაჟღერდეს ახალი იდეები სადაც, კომერცია და სოციალური დარგი არა დაუპირისპირდებიან, არამედ დინამიური სვლით შეერწყმევიან ერთმანეთს. სასურველია ჩატარდეს გამოკითხვა, გამოცხადდეს იდეების კონკურსი ან რაიმე სხვა ფორმატის აქტივობები, რომლებიც გამოავლენენ კომერციულ იდეებისთვის ინტეგრირებულ მიდგომებს. აუცილებლობას წარმოადგენს , გარდა მოძიებული რესურსებისა გათვალისწინებულ იქნეს საზოგადოების შესაძლებლობები და მათი ჩართულობა სერვისით მოსარგებლე ადამიანების მხარდაჭერისათვის, როგორც უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ასევე გონივრული ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ამ თემის პოპულარიზაცია, ვინაიდან აღნიშნული საკითხის აღქმა საზოგადოების ცნობიერებაში დაბალია, თუმცა პრიორიტეტების სწორი განსაზღვრით პოტენციალი არსებობს (მოხალისე სტუდენტების სახით, კავშირების და სხვადასხვა სახის აქტივების გამოყენებით).




ეკატერინე ოქრიაშვილი, დმანისი.


პროექტის განხორციელება (პილოტირება) დმანისის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სერვისები დმანისში დღემდე არ არსებობდა და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ხანდაზმულებს რეალური პრობლემები უფრო უმძაფრდებოდათ. ჩემი ღრმა რწმენით პროექტით გათვალისწინებული სერვისები მოტივირებულს გახდის მოწყვლადი ჯგუფის წევრებს,აუმაღლდებათ თვითშეფასების უნარი, შეძლებენ აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები,რომელიც მათში „მიძინებულია“. შეემატებათ სიხალისე და არ იგრძნობენ თავს მიტოვებულად.



პროგრამის ფარგლებში განვითარებული მომსახურების მოდელი, დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და კონკრეტულად, ავსტრიულ ცოდნას ინტეგრირებული შინმოვლის მომსახურებების მოდელის შესახებ, რომელსაც Hilfswerk-ი მუდმივად გაუზიარებს პროექტის პარტნიორებს. ამასთან, პროექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაფინანსებულ ბიზნეს პარტნიორობა „მხარდაჭერის სახლი - ხანდაზმულთათვის შინმოვლის მდგრადი მომსახურების მიწოდება ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ (2020-2022).

Комментарии


bottom of page