2022 წლის გაზაფხულზე ასოციაცია ,,თანხმობა“-მ გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი სათემო პროექტებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც წყალტუბოს, ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის რეპატრიანტ მესხთა თემის წარმომადგენლებმა.
ორივე პროექტმა მხარდაჭერა და დაფინანსება მოიპოვა.
იანეთის რეპატრიანტ მესხთა თემში, იდგა სათემო პროექტის საჭიროება და სწორედ ამას მოარგეს მათი განაცხადი. ეს არის ,სეფა-პალატა’’ 200 ადამიანზე გათვლილი
ამ თემს ,,თანხმობა’’-მ რამდენიმე წლის წინ 200 ადამიანზე სარიტუალო წურჭლის მთლიანი კომლექტი გადასცა, არ ქონდათ სეფა-პლატა და სწორედ ეს იქნა ამჯერად დაფინანსებული . პროექტის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი კი ჩვენი აქტივისტი დიანა მამისაშვილია. ჩვენ შევუსყიდეთ ყველა სჭირო მასალა და თემმა თავისი თანამონაწილეობის ნაწილში ითავა მისი გამზადება. თემის სათითაო მაცხოვრებელი კმაყოფლია, რადგანაც მათ დღეს უკვე ადგილზე აქვთ ყველაფერი და არ საჭიროებენ მის დაქირავებას სატრედიის სხვადასხვა ადგილებში, რასაც წლების მანძილზე აკეთებდნენ.
რაც შეეხება წყალტუბოს სათემო პროექტს, ეს არის სამშენებლო სარემონტო ხელსაწყოები და ტექნიკა. საპროექტო განაცხადი იყო ჯგუფური, მასში სამი ადამიანი მონაწლეობდა, მაგრამ შეძენილი ხელსაწყო შეუძლია გამოიყენოს თემის ნებისმიერმა წევრმა. პასუხიმგებლობა კი აქვთ მის შენახვა მოვლაზე პროექტის ავტორებს. ამავდროულად, თემის წევრებს შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში ისწავლონ კიდეც სხვადასხვა ხელობა, როგორიცაა შედუღება, ხეზე და მეტლახზე მუშაობა, წყლის მილების გადაბმა სპეციალოური აპარატით და სხვა. უკვე თემი აქტიურად იყენებს პროექტის ფარგლებში შეძენილ ხელსაწყოებს და ძალიან კმაყოფილია.
Comments