2021 წლის 2 მარტს, ასოციაციამ ჩაატარა მრგვალი მაგიდა : „არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დევნილთა უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“. ღონისძიებას უძღვებოდნენ იულია ხარაშვილი და მარინა ფოჩხუა. შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს წარემართათ დისკუსია დევნილებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან - არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დევნილთა უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების თემაზე.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატი, გადაწყვეტილებების მიმღები პირები სხვადასხვა უწყებიდან. დღეს 7 განცხადებაა შესული მხოლოდ საჯარო რეესტრში. დასადგენია, გამოდგება თუ არა წინასწარი რეგისტრაციის ცნობა, რატა შემდეგ პირის გარდაცვალების შემდეგ, შესაძლებელი გახდეს სამკვიდროს გახსნა და მემკვიდრეობის ცნობა მოხდეს. საუბარი იყო ქონების წინასწარი რეგისტრაციის შესაძლებლობებზე.
ღონისძიება ჩატარდა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა“-ს პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.
Comments