2022 წლის 27 თებერვალს ასოციაცია „თანხმობა“-მ გორში მრგვალი მაგიდა ჩაატარა. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს ახალი რეალობის დროს გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში არსებული სიტუაცია და ასევე უკრაინიდან ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის შესაძლებლობები.
ექსპერტმა, გამგეობის წევრმა, გაელას შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა, ქ-ნმა ქეთი ბებიაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია გორში უკრაინისთვის დახმარების შტაბის შექმნის თაობაზე და ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სასწრაფოდ შესასწავლია სიტუაცია გამყოფ ზოლთან მდებარე ყველა სოფელში.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩაატარონ გორის მუნიციპალიტეტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან, რათა გააცნონ საზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან არსებული პრობლემები.
Comments