გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს 86 ოჯახი. ოჯახებს საკუთრებაში გადაეცა 24მ/კ მიწის ნაკვეთები. ამ მიწის ნაკვეთების დამუშავება ხდებოდა სახელმწიფო პროგრამით სრულიად უფასოდ. პროგრამა დასრულდა, ამიტომ მოსახლეობა ნაკლებად ამუშავებდა მიწის ნაკვეთს: გაძვირდა საწვავი, არ იყო ტექნიკა. ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ გაზაფხულზე გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსზე, რომელიც პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში იყო (ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ დაფინანსებით) გადავწყვიტეთ შეგვეძინა ტრაქტორი დავწერეთ პროექტი, რომელიც დაფინანსდა, შევიძინეთ მოტობლიკი, რომლითაც სარგებლობს ამჟამად 12 ოჯახი. მოიყვანეს პამიდორი, ხახვი, ნიორი, ხეხილის ნარგავები .ამან შესაძლებლობა მისცა მოსახლეობას მოყვანილი მოსავალი გაეყიდა ბაზარზე, რამაც გააუმჯობესა მათი ეკონომიკური მდგომარეობა და სურვილი გაუჩინა დანარჩენ ოჯახებს.
ძირითადად მოყვანილია პამიდორი. ხუთ ოჯახს ერთად აქვთ დარგული და მოსავალს ყიდიან როგორც ბაზარზე, ასევე ადგილზე. ნოემბრის თვეში მოიხვნება და დაითესება ნიორი.მოხვნისათვის რიგითობას იცავენ. თემს სურვილი აქვს მიწის ნაკვეთი დაამუშავოს, რადგანაც ოჯახების კეთილდღეობა გაზრდილია.
Comments