მრავალი წელია ასოციაცია „თანხმობა“ ადვოკატირებაზე მუშაობს. ამ მუშაობის ფარგლებში არაერთი ლიდერი ქალი აღიზარდა და საკუთარი თემის პრობლემების მოგვარება მოახერხა.
ზარდიანთკარი - მერეთის თემის სოფელია, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად ძალიან დაზარალდა, მაგრამ აქამდე ხალხი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. ადგილობრივი ლიდერ ქალთა ძალისხმევით და ასოციაციის აქტიური დახმარებით სოფელში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ადვოკატირების შედეგად ბიუჯეტიდან 1 მლ. 800 ათასი ლარი გამოიყო.
2023 წლის 7 მარტს ასოციაცია „თანხმობა“-მ აღნიშნული სამუშაოების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.
Comments