2023 წლის აპრილში ჩატარდა მიმდინარე მანიკურ-პედიკურის კურსების მონიტორინგი. კურსებს 5 უკრაინელი ქალბატონი ესწრება. როგორც კურსის წამყვანი, ასევე მონაწილეები ძალიან კმაყოფილები არიან. კურსის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქალბატონები არაჩვეულებრივ შედეგებს აჩვენებენ და მალე დამოუკიდებლად მუშაობას შესძლებენ. კურსის მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს - ზოგი სალონში დასაქმებას აპირებს, ზოგი კი სახლში იმუშავებს. ყველა საჭირო ინვენტარი მათ გადაეცათ.
პროექტი „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ "საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი"-ს პარტნიორობით „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
Comments