არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია - იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ქალთა ფონდი „სოხუმი“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 2021 წლის 30 იანვრიდან 2023 წლის 15 დეკემბრამდე ახორციელებს პროექტს: „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“. პროქტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდი.
მიმდინარე პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ დევნილები (დევნილთა დასახლებების ან კოლექტიური ცენტრების ბინადრები), გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები 17 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ესენია: მცხეთა, დუშეთი, ქარელი, გორი, კასპი, ხაშური, თეთრიწყარო, გარდაბანი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, საჩხერე, ზუგდიდი.
ქალთა ასოციაცია მუშაობს მცხეთაში, დუშეთში, ქარელში, გორში, კასპში, გარდაბანსა და ზუგდიდში. და ნაწილობრივ ონშიც.
ამ ეტაპზე ჩატარდა პროექტით გათვალისწინებული ლიდერი ქალების შერჩევა, მათი მომზადება და ანკეტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა. სოციოლოგის მიერ მომზადდა ორი კითხვარი - ერთი დევნილთა ჩასახლებებისთვის, მეორე კი - გამყოფი ზოლის სოფლებში მცხოვრებ ქალებისათვის.
23.03. და 25.03. 2022 ჩატარდა ონლაინ შეხვედრები შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლიდერ ქალებთან.
Comments