top of page

სიახლეები

ლიდერთა აკადემია - სერტიფიკატების გადაცემა

  • Writer: Admin
    Admin
  • Apr 21, 2023
  • 1 min read

ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ აგრძელებს პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში „ლიდერთა აკადემია“-ს. სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პირისპირ სწავლება სამეგრელოში ქ.ხობის ჯგუფთან. მსმენელები არიან დევნილები/კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან ქალები, ახალგაზრდები და მამაკაცები, ასევე მუნიციპალტეტების სხვადასხვა დონის თანამშრომლები.

დღეს თვითმმართველობა ანგარიშვალდებულია ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რაც თავისთავად ართულებს მოქალაქეთა თვითმმართველობაში ჩართულობის პროცესს. ამიტომ მოსახლეობის გაძლიერება /გააქტიურება კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ პრიორიტეტის განხორციელებას ემსახურება ლიდერთა აკადემიის ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

2023 წლის აპრილში ჩატარდა დამასრულებელი 4 ტრენინგი ხობში: კონფლიქტები ჩვენს ყოველდღიურობაში, ოჯახში ძალადობა და სახელმწიფო სერვისები ამ მიმართულებით, ადვოკატირება და კიბერუსაფრთხოება. 21 აპრილს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები





Comentarios


bottom of page