top of page

სიახლეები

Search

ლიდერთა აკადემია

ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ 2024 წლის 29 ივნისს დაასრულა პროექტის „ძლიერი ქალები და ახალგაზრდები მშვიდობისათვის“ ფარგლებში „ლიდერთა აკადემია“-ს მორიგი ციკლი.


სამეგრელოში, ზუგდიდისა და წალენჯიხის სოფლებიდან მიმდინარეობდა პირისპირ სწავლება ახალ ჯგუფთან. მსმენელები იყვნენ დევნილები/კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობიდან ქალები, ახალგაზრდები და მამაკაცები პროფესიით პედაგოგები, სტუდენტები, ასევე აღნიშნული მუნიციპალტეტების სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეები.

სულ სწავლება გაიარა 25 მონაწილემ.


როგორც მონაწილეები აღნიშნავდნენ, „ლიდერთა აკადემია“-ს ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, იყო საინტერესო და მიღებულ ინფორმაციას, გამოცდილებას, შეძენილ უნარ-ჩვევებს, აუცილებლად გამოიყენებენ თავიანთ საქმიანობაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში.


მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში „თანხმობას“ სამეგრელოს ოფიში გადაეცათ სერტიფიკატები.




Comments


bottom of page