პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპონენტია ლიდერთა აკადემია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს. 2022 წლის 21-22 ნოემბერს ლიდერთა აკადემია ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტში.
თემა - ეკონომიური გაძლიერება- როგორ დავწეროთ საპროექტო განაცხადი
ტრენერი ირმა ქორთუა
ტრენინგს ესწრებოდა 13 მონაწილე 11 ქალბატონი და 2 მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტიდან : ხობიდან და 5 სოფლიდან, როგორც დევნილები, ასევე ადგილობრივი თემის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
ტრენერმა განიხილა საკითხები
• რა არის პროექტი-პროექტის მახასიათებლები, კომპონენტები.
• პრობლემის ორი სახე (მარტივი და კომპლექსური)
• პრობლემის ხე
• მიზნების ხე მაგალითზე( ბრინჯის წარმოებაზე)
• დაინტერესებული მხარეების ანალიზი
• მოსარგებლეები(პირდაპირი და არაპირდაპირი მოსარგებლე)
• პროექტის მონიტორინგი და შეფასება
• შესრულებული ინდიკატორი/მაჩვენებელი
• დაშვებები და რისკები
• მდგრადობა/სიცოცხლის უნარიანობა
• პროექტის ბიუჯეტი
• პროექტის ენა-მარტივი და გასაგები
• ლოგიკური ჩარჩოს მატრიცა-მართვის და დაგეგმვის ინსტრუმენტი
Comments