2021 წლის 20 მარტს ქ. ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონში ლიდერ ქალთა ქსელის შეხვერდა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს კოვიდ-19 შედეგად დევნილთა თემებში შექმნილი რთული სიტუაცია: გაზრდილი სიღარიბე, ასევე იმსჯელეს ახალი აბასთუმნის საკითხზე. ახალ აბასტუმანში, ე.წ. „დრობილკაზე“ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ დევნილები. ასოციაციის მიერ დაკვეთილი კვლევის მიხედვით, საწარმოდან შემოსული ხმაური ორჯერ აღემატება ნორმას, ჰაერის დაბინძურება კი - ხუთჯერ. არაერთი მიმართვის მიუხედავად, დევნილთა სააგენტოს ამ სიტუაციაზე რეაგირება არ მოუხდენია და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი არ გადაწყვეტილა.
ასოციაციის თავმჯდომარე ქ-ნი იულია ხარაშვილი ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეხვდა ქ. ზუგდიდის მერს, ბ-ნ გეგა შენგელიას. ასევე განიხილეს დევნილთა ჩასახლებებში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვერდა ჩატარდა პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ მიერ.
Comments