top of page

სიახლეები

Search

იურიდიული კონსულტაციები

22-23 სექტემბერს იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს იურისტმა და სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორმაპროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში (გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ დაფინანსებით)შეხვედრები გამართეს სოფელ ტყაიას მოსახლეობასთან, ასევე ზუგდიდში სოფელ ინგირის, ბარამიაის ქუჩის და გამსახურდიას ქუჩის მაცხოვრებელ დევნილებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა მოქალაქეებისთვის (დევნილებისთვის) მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.

შეხვედრების დროს გამოიკვეთა ისეთი საკითხები, როგორიცაა დევნილთა განსახლება, სოციალური დახმარების პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, სოფლის ინფრასტრუქტურული პროგრამების განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგვიანებით მომზადდა წერილები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთან გამკლავებაც უხდებოდა სამიზნე დასახლებების მოსახლეობას. პროექტი „პური მსოფლიოსთვის“ ხორციელდება გერმანული ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს დევნილების, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას. ასევე, ადამიანის უფლებების სტრატეგიაში და სხვა სახელმწიფო დოკუმენტებში აღნიშნული ჯგუფის უფლებების დაცვისა და მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის მონიტორინგს, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმის „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ განხორციელების მხარდაჭერას.






Kommentarer


bottom of page