პროექტი „ომის შედეგად გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების და ქალების ინოვაციური მხარდაჭერა“ ხორციელდება „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ "საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი"-ს პარტნიორობით, „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით.
პროექტის ფარგლებში 5 ქალბატონი გადის მანიკურ-პედიკურის კურსს. კურსს გადიან Belisimo Nail School -ში. 2023 წლის 1 მარტს ორგანიზაციის თანამშრომლებმა მონაწილეებს გადასცეს დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო ინვენტარი. ასევე საჩუქრები გაუკეთა კურსების მეპატრონემ, ქ-ნმა ნინო გიორგაძემ. ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ დიდ მადლობას უხდის ქ-ნ ნინოს გულისხმიერებისთვის.
Comments