top of page

სიახლეები

Search

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ანკეტირება

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა ანკეტირება შემდეგი მუნიციპალიტეტების დევნილთა ცენტრებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში: მცხეთა, დუშეთი, ქარელი, გორი, კასპი, გარდაბანი და ზუგდიდი, ნაწილობრივ ონიც. ანკეტირების მიზანია კონფლიქტისპირა სოფლებსა და დევნილთა ცენტრებში არსებული მდგომარეობის შეფასება, ინფორმაციის მოპოვება და პრობლემების იდენტიფიცირება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სასმელი წყალი, კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა, ელექტროენერგია, საცხოვრებელი პირობები, ფიზიკური და ეკონომიკური უსაფრთხოება და ა.შ. ლიდერი ქალების დახმარებით ჯამში მოხერხდა 200 -მდე ანკეტის შევსება, ასევე მოხდა პროექტით გათვალისწინებული ტრენინგებისთვის მონაწილეთა შერჩევა.

Comments


bottom of page