2023 წლის 30.01 – 03.02. იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“(ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“ დაფინანსება) ბაკურიანში მოაწყო ზამთრის ბანაკი უკრაინიდან დევნილი ბავშვებისათვის. სულ ბანაკში იყო 10 ბავშვი (5 გოგონა და 5 ბიჭი). ბანაკი შემეცნებით-გამაჯანსაღებელ ხასიათს ატარებდა. ბავშვებმა გაიარეს სახალისო ტრენინგები, ასევე ისარგებლეს ზამთრის კურორტის ყველა არსებული აქტივობით (სნოუბორდი, თხილამურები და სხვა). ბანაკის მონაწილეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
top of page
bottom of page
Comments