top of page

სიახლეები

Search

ვიზიტი ავსტრიაში

2022 წლის 25 სექტებრიდან 2 ოქტომბრამდე შედგა „მხარდაჭერის სახლის“ ორივე რეგიონის გუნდებისა და მენეჯმენტის ჯგუფის ვიზიტი ავსტრიაში. ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან პროექტის თანამშრომლებს მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ შინმოვლის ავსტრიულ მოდელს.

ვიზიტი დაიწყო ქალაქ კლაგენფურტში. იქ ავსტრიელმა კოლეგებმა მონაწილეებს გააცნეს ავსტრიის ზრუნვის სისტემა. ვიზიტის დროს მონაწილეების რამდენიმე პრეზენტაცია წარუდგინეს, ჰქონდათ დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ძალიან სასრგებლო და საინტერესო იყო მობილური ზრუნვის თანამშრომლების (11 ადამიანი) მობილური ზრუნვის გუნდების თანხლება კლიენტებთან.

29 სექტემბერს ვიზიტი გაგრძელდა ქ. ვენაში, სადაც მონიკა გუგერელმა მობილური ზრუნვის ჯგუფს ჩაუტარა სწავლება - პრეზენტაცია ხანგრძლივ ზრუნვაზე ავსტრიაში და Hilfswerk-ში, ასევე უპასუხა მათ კითხვებს.

ჯგუფი ასევე ეწვია ხანდაზმულთა დღის ცენტრს ლეოპოლდშტადტში და დაესწრო კეთილდღეობის ლანჩს ხანდაზმულთა კაფეში „Vollpension“.

ავსტრიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. აქამდე შინ მოვლის ევროპული მოდელი ჩვენი მობილური ჯგუფისთვის მხოლოდ ტრენინგებიდან იყო ცნობილი, ახლა კი შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ამ მოდელს, რათა შემდეგ საქართველოშიც გამოიყენეონ მიღებული ცოდნა და დანერგონ სიახლეები.




Comentários


bottom of page