2023 წლის 19 ივნისს ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა რამდენიმე მუნიციპალიტეტის ე.წ. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობებთან. ტრენინგისთემაა „საჯარო სერვისები“. ტრენინგზე საუბარი იყო საჯარო სერვისების დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე მიდგომებზე და მათ მნიშვნელობაზე სერვისების ეფექტიანად მიწოდებისათვის. განიხილეს ის მიდგომები და ინსტრუმენტები, რასაც გვთავაზობს სახელმწიფო სერვისების განცითარების სტრატეგია (2022-2025 წწ)
2022 წელს ასოციაციამ დაიწყო მუნიციპალური კოლეგებისა და სხვა ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების კონკრეტული საჭიროებებისა დაინტერესების შესაბამისად ტრენინგების ციკლი, რათა ამგვარად მხარი დავუჭიროთ ხანდაზმულთა შესახებ პოლიტიკის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას.
ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ Hilfswerk International (HWI) -თან ერთადავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წლის 1 იანვარს დმანისისა და გორის მუნიციპალიტეტებში დაიწყო პროექტის, „მხარდაჭერის სახლი - მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში”, განხორციელება.
Comments