top of page

სიახლეები

Search

გასვლითი შეხვედრა გორის მერის წარმომადგენლებთან ბაკურიანში

იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-მ არაერთი პროექტი განახორციელა გორის მუნიციპალიტეტში და ახლაც განაგრძობს მუშაობას საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე ეროვნული „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ სამოქმედო გეგმის რეალიზაციის პროცესში, საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელებაზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდასა და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობაზე.


ამასთან დიდი ძალისხმევა ეთმობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გაძლიერებასაც. სწორედ ამ თანამშრომლობის გაგრძელებასთან იყო დაკავშირებული გასვლითი შეხვედრა გორის მერის წარმომადგენლებთან ბაკურიანში 2023 წლის 11 და 12 აპრილს.

შეხვედრაზე განხილული იყო „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის რეალიზაციის პროცესი, ლოკალიზაციის შესაძლებლობები და საჭიროება;


გაიმართა მსჯელობა მოქალაქეთა ინფორმირებულობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გაუმჯობესების შესაძლებლბებზე. მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს, რაც შესაძლებლობას აძლევდათ მოეხდინათ მათ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქაალქეების ზოგადი პროფილის ანალიზი და მოემზადებინათ მოქალაქის სამოგზაურო რუქა, ყველა იმ საფეხურის გავლით რომელსაც მოქალaქე მუნიციპალურ სერვისებზე ინფორმაციის მიღებისას გადის.


გამოიკვეთა სამომავლოდ საჭირო სატრენინგო თემები: სამეზობლო დავების მოგვარებაში დახმარება, ადვოკატირება, დამატებითი რესურსების მოსაპოვებლად საპროექტო განაცხადების მომზადება.




Comments


bottom of page