top of page

სიახლეები

Search

გასვლითი სამართლებრივი კონსულტაციები რეგიონებში

30 და 31 მაისს ასოციაცია „თანხმობა“-მ განაახლა გასვლითი სამართლებრივი კონსულტაციები რეგიონებში. ამ ჯერზე სამართლებრივი კონსულტაციები ჩატარდა სოფელ ფახულანში , წალენჯიხის დევნილთა დასახლებაში, ასევე ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში განსახლებულ დევნილებთან. მათ მიეწოდათ ინფორმაცია არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ასევე კონსულტაცია გაიარეს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰქონდათ იურისტთან.


1 ივნისს კი შედგა შეხვედრა ამხანაგობის ჩამოყალიბების საკითხზე განმუხურში მცხორებ დევნილებთან, რომელთაც უკვე საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები.


ასოციაცია „თანხმობა“ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამართლებრივი დახმარების გაწევას რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირებისათვის.






Comentários


bottom of page