top of page

სიახლეები

Search

განცხადება!!!

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს, სოფელი კირბალის მოსახლეობას, ყველა იმ გმირ ქალს და კაცს, ვინც აგრძელებს ცხოვრებას ოკუპაციის ზოლის გასწვრივ.

წლების განმავლობაში, „თანხმობა“ ყველა სათანადო საჯარო უწყებაში სვამს საკითხს ოკუპაციის ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.


დატრიალებული ტრაგედია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არსებული უსაფრთხოების ზომები და მექანიზმები არ პასუხობენ გაზრდილ რისკებს, განსაკუთრებით ქვეყანასა და რეგიონში შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე.


ასოციაცია „თანხმობა“ სხვა ქალთა ორგანიზაციებთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ყველა ღონეს ხმარობს, რათა ქვეყანაში შეიქმნას ადამიანის უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გაზიარებული იქნება მოსახლეობასთან და სადაც გაწერილი იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულ სოფლებში უსაფრთხოების წესები.


ჩვენ ასევე მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტისგან და ხელისუფლებისგან სასწრაფოდ შეაფასდეს ადამიანის უსაფრთხოების რისკები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელში; ადგილობრივი ორგანოებისგან - ხელი შეუწყონ სოფლებში სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს. ველოდებით რეალურ ნაბიჯებს ამ მიმართულებებით.


მოვითხოვთ საპარლამენტო დროებითი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სასწრაფო შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ ზემოაღნიშნული საჭიროებების საკითხებზე თანამშრომლობისთვის და ველოდებით რეალურ ნაბიჯებს ამ მიმართულებებით.





Comments


bottom of page