top of page

სიახლეები

Search

გაეროს ქალთა ასოციაციის მიერ მხარდაჭ.პროექტის "დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის"

გაეროს ქალთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებების ადვოკატირება და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.


 მიმდინარე პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში მონაწილეობას იღებენ დევნილები (დევნილთა დასახლებების ან კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები), გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები 17 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან, ესენია: მცხეთა, დუშეთი, ქარელი, გორი, კასპი, ხაშური, თეთრიწყარო, გარდაბანი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, საჩხერე, ზუგდიდი, წალენჯიხა და სენაკი. ასევე დაგეგმილია გარკვეული ღონისძიებები მესტიისა და ონის მუნიციპალიტეტებში.


 იმისათვის, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ადვოკატირების კამპანიები ჩატარდეს მუნიციპალიტეტების გამგეობებთან და საკრებულოებთან, პროექტის აქტივობები მიმართულია სამიზნე მუნიციპალიტეტებში ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებასა და ლიდერებად ჩამოყალიბებაზე. ჩვენს აქტიურ ქალებს უნდა შეეძლოთ არსებული ან პოტენციური პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება, საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება, საკუთარი და თემის ინტერესების წარმოჩენა და ადვოკატირება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე და/ან სხვა თემატურ უწყებებთან.


 სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ქალთა ასოციაცია “თანხმობამ” თავის ბენეფიციარ მუნიციპალიტეტებში ჩაატარა ტრენინგები შემდეგ თემებზე:

• ადამიანის უფლებები: ქალთა უფლებები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები და მათი როლი.

• მედიაწიგნიერება: დეზინფორმაციას და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.

• ადამიანის უსაფრთხოება: მონიტორინგი, მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

• ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა: საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში.




Comments


bottom of page